3000–ლარიანი პენსია დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერისთვის – პარლამენტმა ინიციატივის განხილვა დაიწყო

3000–ლარიანი პენსია დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერისთვის – პარლამენტმა ინიციატივის განხილვა დაიწყო

3000–ლარიანი პენსია დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერისთვის – პარლამენტმა ინიციატივის განხილვა დაიწყოსაბჭოთა პერიოდის დეპუტატებს, შესაძლოა, პენსიები დაენიშნოთ – პარლამენტმა საკითხის განხილვა დაიწყო

ასევე განიხილება ზვიად გამსახურდიას დროინდელი პარლამენტის დეპუტატებისთვის პენსიის 560 ლარიდან 3 ათას ლარამდე გაზრდა

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და ზვიად გამსახურდიას დროინდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისთვის სადეპუტატო პენსიის დანიშვნასა და გაზრდაზე პარლამენტი მუშაობს. ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ „კომერსანტთან” საუბარში განაცხადა.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სადეპუტატო პენსიის დანიშვნას წლის დასაწყისიდან ითხოვენ. ამავე პერიოდიდან განიხილება ზვიად გამსახურდიას დროინდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ სადეპუტატო პენსიის 3 000 ლარამდე გაზრდის მოთხოვნა. ამ მოთხოვნის არგუმენტად მისი ავტორები მათ მიერ დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერას ასახელებენ.

ხუნდაძე განმარტავს, რომ კომიტეტმა ამ საკანონმდებლო წინადადების განხილვას მხარი დაუჭირა, თუმცა, ამავე კომიტეტის მიერ პროექტის გამოთხოვა მოხდა, რათა გაიმართოს დამატებითი კონსულტაციები. მისი თქმით, ხდება ორივე ინიციატივის შეჯერება, ინფორმაციის შეგროვება და კარგად გაანალიზება, ამისთვის კი საკანონმდებლო ორგანოს დამატებითი დრო სჭირდება.

კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარლამენტი ამ საკითხებზე მუშაობს, თუმცა, როდის მოხდება საპარლამენტო სესიაზე საკითხის გატანა, უცნობია. ხუნდაძისთვის ასევე უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს პარლამენტი ამ ორ კანონპროექტს.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისთვის სადეპუტატო პენსიის დანიშვნის ინიციატივა 2016 წლის იანვარში რამდენიმე კომიტეტის მიერ მოწონებულია. მათ შორის არის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.

„კომერსანტმა” მაშინ იმ ადამიანების პოზიციები მოისმინა, რომლებსაც აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის. „კომერსანტის” კითხვაზე, გააჩნია თუ არა დღეს სახელმწიფო ბიუჯეტს დამატებით ამ ხარჯების გაწევის საშუალება და აქვთ თუ არა მორალური უფლება საბჭოთა პოლიტიკური ორგანოს წარმომადგენლებს სადეპუტატო პენსია მოითხოვონ, ისინი აცხადებდნენ, რომ მათ ამის როგორც სამართლებრივი, ისე მორალური უფლება გააჩნიათ.

რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას დროინდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისთვის სადეპუტატო პენსიის 3 000 ლარამდე გაზრდას, იანვარში თამაზ მეჭიაური „კომერსანტთან” აცხადებდა, რომ ის ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერდა.

„პარლამენტს არ აქვს უფლება ინიცირებული კანონპროექტი არ განიხილოს. პენსიის მომატებას ითხოვს ის, ვინც დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა და ერთ მხარეს იდგა და ისიც, ვინც გამსახურდიას ხელისუფლება ჩამოაგდო, სად არის ამაში ლოგიკა. რუსთაველი ვინც ომში გახვია, ისინი ახლა 3000 ლარზე მეტ პენსიას ითხოვენ „-აცხადებდა მეჭიაური.

წყარო:commersant.ge

banner
წინა სტატიაშისოფელ დუისში ქავთარაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა-მეზობლები შურისძიებაზე საუბრობენ
შემდეგი სტატიაეკვადორში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 413-მდე გაიზარდა