სოფელ დოესში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ავარია დოესში

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, სოფლის ცენტრში, გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა საპირისპიროდ მოძრავ ,,ჰონდას” მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ,,მერსედესის” მძღოლი და მეორე ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა ქალი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველთა თქმით, მერსედესს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მართავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე “სინორფარმით” 4 მაისს აიცრება
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში მისაღები ლტოლვილების ზღვარი 62 500-მდე გაიზრდება