ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში მისაღები ლტოლვილების ზღვარი 62 500-მდე გაიზრდება

ბაიდენმა პუტინი შეაქო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყანაში მისაღები ლტოლვილების ზღვარი 62 500-მდე გაიზრდება. ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.

ბაიდენის თქმით, ის აუქმებს წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომელმაც მისაღები ლტოლვილების რაოდენობის ზღვარი ისტორიულ მინიმუმამდე, 15 000-მდე დაიყვანა, რაც, ბაიდენის განცხადებით, არ ასახავს ამერიკის როგორც ერის ღირებულებას.

„სამწუხარო სიმართლე ის არის, რომ ჩვენ წელს ვერ მოვახერხებთ 62 500 ლტოლვილის მიღებას. სწრაფად ვმუშაობთ, რათა ბოლო ოთხ წელში მიყენებული ზარალი გამოვასწოროთ. ამას გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისოფელ დოესში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატია4 მაისს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს