სოფელ დიღომში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგეობა სოფელ დიღომში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. საგზაო სამუშაოები კვირაცხოვლის, მაჭავარიანის, ვაჟა-ფშაველასა და მამუჩაშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, ჯამში, 9240 კვადრატული მეტრი ფართობი მოწესრიგდება, რომელიც მოიცავს 109 ნომერი საავტობუსო ხაზის მთლიან მოასფალტებას.

ამ დროისთვოის, ასფალტის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 581 862 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს კი, კონტარქტორი კომპანია „L&L” აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 11 პირი დააკავა, 4 კი პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი-მთავრობას და ეკლესიას გვაქვს ძალიან მტკიცე ერთობა და ამ ერთობას ვერავითარი პროვოკაცია ვერ დააზიანებს