სოფელ ჭარნალში მკვლელობა მოხდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში მამაკაცმა ცოლ-შვილი მოკლა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 22 წლის ბიჭი და მისი დედა. მამაკაცმა ამის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შემთხვევის დროს სახლში ასევე იმყოფებოდნენ მამაკაცის დედა და ქალიშვილი, რიმლებმაც გაქცევა მოასწრეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიწითლიძე: თუ საკრეულოს თავმდჯომარეობის კანდიდატურა ისევ ჩავარდა, პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში სტუდენტებისთვის Tech პროფესიებზე შეხვედრა გაიმართა