სომხეთში საქართველოსთან პრობლემებზე ალაპარაკდნენ

სახელისუფლო ,,რესპუბლიკური,, პარტიიდან სომხეთის პარლამენტარის წევრი შირაქ ტოროსიანი, საქართველოსთან ურთიერთობის ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს.

,,საქართველო სომხეთის ურთიერთობებმა მიიღო სხვა შინაარსი. შეიცვალა სიტუაცია და ჩვენ სხვაგვარად უნდა ავაგოთ ეს ურთიერთობები. საფუძვლად კი – საქართველოში სომეხთა უფლებების დაცვა და რეგიონალური ინტერესები ჩავდოთ,, განუცხადა გავლენიანმა სომეხმა დეპუტატმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ედუარდ ნალბანდიანს შეხვედრის დროს.

სომხური მედიის ცნობით, ედუარდ ნალბანდიანმა საქართველოსთან ურთიერთობის შეცვლა შორეულ პერსპექტივად მიიჩნია…

,,ურთიერთოებების ცვლლება – არ გამოვა ერთი დღეში ან ერთი წელიწადში, არამედ მიიღწევა თანმიმდევრული პოლიტიკით. ჩვენ არაერთხელ ვთქვით და ახლაც ვამბობ, რომ პრობლემები  არის, რაც მეზობლებს შორის ბუნებრივია.  ეს პრობლემები ბევრია და მას ჩვენ კონსტრუქციული გზით ვაგვარებთ,, განაცხადა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანმა საკუთარ დიპლომატზე ძებნა გამოაცხადა
შემდეგი სტატიამოსკოვი უძლიერეს ქარიშხალს ელოდება