სომალის დედაქალაქში ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა

სააგენტო “როიტერის” ცნობით, სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა.

სომალის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებაზე წერს “ბიბისიც” წერს. გამოცემის ინფორმაციით, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
როგორც “ბიბისი” აღნიშნავს, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სომალიში ტერაქტები ისლამისტურმა დაჯგუფება “აშ-შაბააბმა” განახორციელა.
“ფრანს-პრესის” ინფორმაციით, ადგილზე მისული სამართალდამცველების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

სამართალდამცავი ორგანოები არ გამორიცხავენ, რომ აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

banner
წინა სტატიაშიობამამ ერდოღანს მოუწოდა ერაყიდან ჯარი გამოიყვანოს
შემდეგი სტატიაუვიზო მიმოსვლით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც ისარგებლებენ