სოლომონ პავლიაშვილმა სლოვაკ ბიზნესმენებთან საინვესტიციო პროგრამები განიხილა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 26, 2017 19:35

სოლომონ პავლიაშვილმა სლოვაკ ბიზნესმენებთან საინვესტიციო პროგრამები განიხილა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სლოვაკ ბიზნესმენებს, კომპანია “TANK-MAT”-ის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულ კომპანიას სურვილი აქვს, საქართველოში, მწვანე ტექლონოგიების პრინციპებთან შესაბამისობაში, ეკოლოგიურად სუფთა ავტოგასამართი სადგურები განათავასოს. აღსანიშნავია, რომ ასეთი სადგურები სლოვაკეთში თითქმის 50 ლოკაციაზეა განთავსებული. ასევე, სლოვალური კომპანია საქართველოში მიკროელექტრო სადგურების მშენებლობასაც გეგმავს.

„ამ პროექტების განვითარება ხელს კიდევ უფრო შეუწყობს ის წამახალისებელი ზომები, რაც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაანონსა. მხედველობაში მაქვს როგორც საგადასახადო შეღავათებით, ასევე, გამომუშავებულლი ენერგიის გარანტირებული რეალიზაცია,“ – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა და სტუმრებს მინისტრის და საერთოდ, სამინისტროს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ამასთან, პავლიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოშა საუკეთესო საინვესტიციო გარემოა, რაც უდაოდ წაადგება ზემოხსენებული პროექტების ეფექტიან განხორცილებას.

„ამ კომპანიას სურვილი აქვს, სლოვაკეთის მთავრობის მხარდაჭერით, Slovak Aid პროექტის ფარგლებში, საქართველოში ჩაატაროს შესაბამისი ბაზრის კვლევა, სამინისტროს და სხვა ქართველი ექსპერტების თანამონაწილეობით, რაც უფრო მეტად გაამყარებს მის სურვილს საქართველოში მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ,“ – აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 26, 2017 19:35

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics