მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პორცესზე, რმოელიც ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში იმართება, ქვეყანაში არსებულ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ პრობლემაზეც ისაუბრა. მესამე პრეზიდენტის თქმით, ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ნარკომანიის პრობლემა მკვეთრდა იყო შემცირებული თუმცა ახლა საშიში ტენდენციებს იძენს.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ნარკომანიასთან საბრძოლველად ახალი მიდგომები და ნარკოპოლიტიკის შემუშავებაა საჭირო.
“ჩვენი საკნის ფანჯრები უყურებს ახალ ნარკოლოგიურს, რომელიც საქართველოში გაიხსნა. სოკოებივით იზრდება ნარკოლოგიურების რაოდენობა. საქართველოში შემოდის ძალიან დიდი რაოდენობით ძალიან საშიში ნარკოტიკი. თუ ჩვენ დროს მკვეთრად შემცირდა ნარკომანია, ახლა ისე იზრდება და ისეთი საშიში ხდება… სიხარულიძე, ნარკოლოგი მოგვიწოდებს, რომ ნარკოპოლიტიკა გვჭირდება და ახალი მიდგომები. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც 90-იან წლებში გადაშენდა მთელი თაობა, ასეთივე გადაშენება ემუქრება ქართველ ახალგაზრდობას, – თქვა სააკაშვილმა.