სოხუმში აცხადებენ, რომ ინფორმაცია გალის რაიონის მილიტარიზების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს

gali-samxedroოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში თვლიან, რომ ინფორმაცია გალის რაიონის სამხედრო ყაიდაზე გადაყვანის თაობაზე ქართულ მედიაში შეგნებულად გავრცელდა და სიმართლეს მოკლებულია. იგი მიზნად ისახავს „აფხაზური მხარის რეაქციის ზონდირებას“. საქმე ეხება რუსეთის პრეზიდენტის მიერ ამასწინათ ხელმოწერილ შეთანხმებას „ აფხაზეთში სამხედრო დაჯგუფების თაობაზე“.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ოლეგ არშბას განცხადებით, ეს არის „სარეჟიმო“ ზონა და, შესაბამისად, იქ შესვლა ყოველთვის იქნება შეზღუდული. ვინც ცხოვრებს ამ ტერიტორიაზე, ყველა ექვემდებარება არსებულ რეჟიმს. მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება სასაზღვრო ზონის გაფართოვების შესახებ. დასრულდა გალის ცენტრალური გზის ასფალტირება, რომელიც ადრე არ კონტროლდებოდა, ახლა კი უკვე იგი მიაკუთვნეს სასაზღვრო ზონას და ექვემდებარება კონტროლს.
არშბას თქმით, აფხაზეთის მოსახლეობისთვის გალში შესვლის წესი იგივეა რაც ადრე იყო. არ შეცვლილა არც საქართველოს მხრიდან შესვლის წესი. გაძლიერებულია მხოლოდ სასაზღვრო კონტროლი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო გალის მოსახლეობამ ცენტრალურ გზაზე გადაადგილების დროს თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
არშბას განცხადებით, სამხედროების რიცხვი გაზრდილი არ არის. საუბარი რაიონის მილიტარიზების შესახებ არ არის სწორი. არც დამატებითი საგუშაგოების შექმნა იგეგმება. გალიოს რაიონში მოქმედებს სასაზღვრო კომენდატურა, რომლის შემადგენლობაში მყოფი 4 განყოფილება გახსნილია უშუალოდ საზღვარზე. რუსულ-აფხაზური შეთანხმებით არ არის გათვალისწინებული სამხედრო ბაზის ჩამოყალიბება.
ინფორმაციას ავრცელებს რადიო „ეხო კავკაზა“.

 

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე: თეა წულუკიანი გენდერულად დამამცირებელი სიტყვებით მიმართა ელენე ხოშტარიას
შემდეგი სტატიაწყნარი ოკეანის სანაპიროზე, ცენტრალურ ამერიკაში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა