სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ფოტო , რომელიც ასახავს ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტა “ხვასონ–15”–ის გამოცდას

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ფოტო , რომელიც ასახავს ჩრდილოეთ კორეის მიერ 28 ნოემბერს ბალისტიკური რაკეტა “ხვასონ–15”–ის გამოცდას, რომელსაც ფხენიანის განცხადებით, შეუძლია მისწვდეს ნებისმიერ წერტილს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. როგორც სააგენტო “Reuters” იუწყება, სპეციალისტების მოსაზრებით, ახალ რაკეტას უფრო ძლიერი ძრავა და მასიური დიზაინი გააჩნია, რაც იმაზე მეტყველებს , რომ უახლოეს პერიოდში დიქტატორმა კიმ ჩენ ინმა შესაძლოა უკვე საკონტინენტთაშორისო იარაღიც აწარმოოს.
წყაროს თქმით, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას ძალუძს აწარმოოს საკონტინენტთაშორისო რაკეტა და ჩრდილოეთ კორეაც მათ რიგებში შევა.

 

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევას თორნიკე ერისთავის ქუჩაზე 1 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა
შემდეგი სტატიამერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას აშშ-ის ელჩი ეხმაურება