ავტოსაგზაო შემთხვევას თორნიკე ერისთავის ქუჩაზე 1 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 30, 2017 15:32

ავტოსაგზაო შემთხვევას თორნიკე ერისთავის ქუჩაზე 1 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა თორნიკე ერისთავის ქუჩაზე – ავტომობილი, რომელმაც სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 6 და გარდაიცვალა 1 ახალგაზრდა.

როგორც “რუსთავი 2-ს” თვითმხილველებმა განუცხადეს, მანქანაში მჯდომი ერთ-ერთი გოგონა შეჯახებისას ავტომობილიდან გადმოვარდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ დაშავებულებიდან 4 გადაყვანილია ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში, 1 ყოფილ მე-8-ში. 1 კი – თბილისი ცენტრალში. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 30, 2017 15:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,479
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics