სოციალურ პრობლემებზე საუბრისას ხუნდაძემ, წერეთელმა და გუგავამ იკამათეს

ვალდებულია თუ არა შვილი, დაეხმაროს მშობელს, –  ამის შესახებ კამათი გადაცემა არჩევანში დეპუტატებს შორის გაიმართა.

ქართველი ოცნების წარმომადგენელი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, აცხადებს, რომ მოხუცი, რომელსაც დასაქმებული შვილები ჰყავს, სოციალურად დაუცველად ვერ ჩაითვლება.

დიმიტრი ხუნდაძემ ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნოდ სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდაზე საუბრობს და გადაცემაში შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარადგინა, რასაც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიგი წერეთელმა, „ტყუილი“ უწოდა. მისი განცხადება კი დიმიტრი ხუნდაძემ „დემაგოგიად“ მოიხსენია.

სოციალურ პრობლემებზე იკამათეს დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და ,,ლეიბორისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამაც.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილი აშშ-ში NDI-ს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას დაესწრო