სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმის სასამართლო სხდომა დაიხურა

სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმის სასამართლო სხდომა დაიხურა.

მცხეთის სასამართლოს მოსამართლის, ვაჟა ფუხაშვილის, განმარტებით, საქმის განხილვის დახურვის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საქმე შეიცავს სექსუალური დანაშაულის ნიშნებს და ერთ-ერთი მსხვერპლი არის არასრულწლოვანი.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზე გადაწყვეტილებას, მოსამართლის თქმით, ეს საჯარო იქნება.

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს.

პარალელურად, უკვე ცნობილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ჯანმრთელია და ფსიქიკური პრობლემები არ აღენიშნება.

სმიტების ოჯახი ხადას ხეობაში 9 ივლისს მოკლეს. 20 წლის მწყემსის წინააღმდეგ საქმე განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიIBSU-ში სწალის მსურველები, სავარაუდოდ სხვა უნივერსიტეტებში დაიწყებენ სწავლას ,თუმცა მობილობის გზით დაბრუნებას შეძლებენ-თამარ სანიკიძე
შემდეგი სტატიაიერუსალიმის ჯვრის მონასტრის შესახებ 1709 წლის საბუთი მე-19 საუკუნის საქმეში მოიძებნა