სლოვაკეთში ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ პრეზიდენტი ხელახალი არჩევნების იდეით გამოდის

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ განაცხადა, რომ ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ საზოგადოებრივი ნდობის აღდგენის მიზნით, შესაძლებელია, ხელახალი არჩევნები დაინიშნოს – Reuters-ი ავრცელებს.
დღეს, 4 მარტს კისკამ განაცხადა, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო აუცილებელია პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

ჟურნალისტ-გამომძიებელი იან კუჩაკი, თავის შეყვარებულთან, მონიკა კუსნიროვასთან ერთად ქალაქ ტრნავასთან, სოფელ ველკა მაჩაში საკუთარ სახლში მოკლეს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა 22-დან 25 თებერვლის შუალედში მოხდა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მთავრობა ერთ მილიონ ევროს გადაიხდის ინფორმაციისთვის, რომელიც გამოძიებას დაეხმარება.

მკვლელობის მოტივი, შესაძლებელია, ჟურნალისტის საქმიანობა იყო, კერძოდ, ის სლოვაკეთში იტალიის მაფიის შესახებ აკეთებდა გამოძიებას. პოლიციამ მკვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავა, თუმცა, მოგვიანებით გაანთავისუფლა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: გიჟთან სასაუბროდ მზად არ ვარ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა რაც შეიძლება ახლო პერიოდში მოხდება