სლოვაკეთის პრეზიდენტი მმართველი კოალიციის წევრი პეტერ პელეგრინი გახდა

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი კოალიციის წევრმა და ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ, პეტერ პელეგრინმა გაიმარჯვა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 48 წლის პელეგრინიმ ხმების 53%-ით დაამარცხა კონკურენტი, ოპოზიციის კანდიდატი პროდასავლელი ივან კორჩოკი, რომელიც სლოვაკეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია.

BBC-ი წერს, პელეგრინი პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მოკავშირეა და იზიარებს მის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. სლოვაკეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე იყო მანამ, სანამ ფიცოს ხელისუფლებაში მოვიდოდა იმ დაპირებით, რომ სლოვაკეთის არმია უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას შეაჩერებდა. BBC-ი წერს, რომ პელეგრინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ უკრაინამ საბოლოოდ დაკარგა მხარდაჭერის ერთი ხმა ბრიუსელში.

banner
წინა სტატიაში„ბლუმბერგი“ – ჩინეთმა რუსეთის მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერა
შემდეგი სტატიადავითაშვილი – ეკონომიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, როგორ უნდა განვითარდეს ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში