სკრიპალის საქმე – დაკითხულია 200 მოწმე და შეგროვებულია 240 ნივთმტკიცებულება

ბრიტანეთში რუსეთის უშიშროების ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე მობილიზებულია ბრიტანეთის პოლიციის ანტიტერორისტული ქვედანაყოფის 250 თანამშრომელი – ქვეყნის შსს მინისტრმა ემბერ რადმა განაცხადა კომიტეტ COBRA-ს სხდომაზე, რომელიც უკვე მეორედ მოიწვია სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით.
გამოძიებამ 200 მოწმე დაკითხა და 240-ზე მეტი ნივთმტკიცებულება ამოიღო, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს.
მინისტრმა, ასევე, თქვა, რომ სკრიპალი და მისი ქალიშვილი, რომლებიც მოწამლული არიან ნივთიერებით, რომელსაც არ ასახელებენ, ისევ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან, მდგომარეობა, ასევე სტაბილურია.
პოლიციელი ნიკ ბეილი, რომელმაც მოწამლულებს პირველადი დახმარება გაუწია, ასევე საავადმყოფოშია, მაგრამ შეუძლია საუბარი და ოჯახს ეკონტაქტება.

banner
წინა სტატიაშიპუტინი აშშ-ს რუსეთის არჩევნებში ჩარევაში სდებს ბრალს
შემდეგი სტატიაპროკურატურა პუტინისადმი მიწერილ ტრამპის წერილს სწავლობს