პროკურატურა პუტინისადმი მიწერილ ტრამპის წერილს სწავლობს

აშშ-ს პროკურატურა სწავლობს წერილს, რომელის აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს 2013 წელს მისწერა. წერილში ტრამპი პუტინს “მის სამყაროზე” ეპატიჟებოდა, რომელიც მოსკოვში გაიმართა – “ვაშინგტომ პოსტი” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის ინფორმაციით, წერილი ტრამპის პირველი მცდელობა იყო, პირდაპირი კონტაქტი დაემყარებინა რუსეთის ხელისუფლებასთან.
ტრამპმა წერილი გადასაცემად გადასცა მილიარდელ არს აგალაროვს – მოსკოვში კონკურსის ერთ-ერთ ორგანიზატორს. მაშინ ტრამპმა თავის “ტვიტერზე” დაწერა: “როგორ გგონიათ, პუტინი მოვა “მის სამყაროზე”, რომელიც ნოემბერში მოსკოვში გაიმართება? თუკი კი, ის ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდება”.

როგორც გამოცემა იტყობინება, რუსეთის პრეზიდენტი აპირებდა ღონისძიებაზე მისვლას, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა და ტრამპს “მეგობრული წერილი” და სუვენირი გამოუგზავნა.

banner
წინა სტატიაშისკრიპალის საქმე – დაკითხულია 200 მოწმე და შეგროვებულია 240 ნივთმტკიცებულება
შემდეგი სტატიაქურდობის 7 ფაქტი ბათუმში – დაკავებულია ორი პირი