სკრინინგი უტარდება ჩინეთიდან პირდაპირი თუ ტრანზიტული რეისით ჩამოსულ ყველა მგზავრს

სკრინინგი უტარდება ჩინეთიდან პირდაპირი თუ ტრანზიტული რეისით ჩამოსულ ყველა მგზავრს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით, დღეიდან თერმოსკრინინგი დაინერგება, რაც ტემპერატურის დისტანციური თერმომეტრით გაზომვას გულისხმობს.

​„ჩვენ დღეს ავიარეისს ველოდებოდით ჩინეთიდან, მაგრამ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დღეს დაგეგმილი რეისი გაუქმდა.

სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება, არ აქვს მნიშვნელობა, პირდაპირი რეისით ჩამოსული მგზავრი იქნება თუ ტრანზიტულად. დღეიდან კი უკვე თერმოსკრინინგი დაინერგება, რაც ტემპერატურის დისტანციური თერმომეტრით გაზომვას გულისხმობს.

თუ 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდება მგზავრს, ჩაითვლება, რომ ეს არის კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევა და სამედიცინო პერსონალი, რომელიც მას აეროპორტშივე დახვდება, მის მდგომარეობას უფრო დეტალურად შეაფასებს. ჩინეთიდან საქართველოს გავლით მიმავალ მგზავრებს კი ამ ეტაპზე სკრინინგი არ უტარდებათ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ პენიკი-ურუმჩი-თბილისის 25 და 27 იანვარს დაგეგმილი ავიარეისები გაუქმდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ საქართველოში 7 000 000 მლნ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობას კიდევ ერთი კრიტიკული წერილი ჰელსინკის კომისიის სენატორმა, როჯერ ვიკერმა გამოუგზავნა