სკოლის ადმინისტრაციის მასწავლებლებისა და ტექნიკური პერსონალის ხელფასის ანაზღაურება არდადეგების პერიოდში შეუფერხებლად გაიცემა

სკოლის ადმინისტრაციის მასწავლებლებისა და ტექნიკური პერსონალის ხელფასის ანაზღაურება არდადეგების პერიოდში შეუფერხებლად გაიცემა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განუცხადა.

„განათლების სამინისტრო მუშაობს ორი მიმართულებით, ერთი გახლავთ რეკომენდაციები, თუ როგორ იმუშაონ მასწავლებლებმა მოსწავლეებთან არდადეგების პერიოდში და მეორე მიმართულება გახლავთ ინსტრუქციები, რომელსაც განათლების სამინისტრო სკოლებისთვის ამზადებს, რომ განახლებული სასწავლო პროცესის დროს სკოლას ჰქონდეს ინფორმაცია თუ როგორ მიაღწიონ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზანს“, – აღნიშნა დგებუაძემ.

banner
წინა სტატიაშიყველა სამთავრობო უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა არის ერთიანობის და ეფექტური მოქმედებების დრო