სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, ერთი კვირის განმავლობაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 28, 2020 12:34

სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, ერთი კვირის განმავლობაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

მისივე თქმით, არჩევნების ჩატარების შემდეგ ამავე სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

„როგორც მოგეხსნებათ, დღეიდან სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. ეს იქნება ერთი კვირის განმავლობაში. აჭარის გარდა, ასეთი სკოლა არის 1 419, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული. ისინი დღეიდან უკვე არიან დისტანციურ სწავლებაზე. რადგან დღეს, ხვალ და ზეგ ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო მომავალი კვირის ორშაბათს და სამშაბათს, უკვე არჩევნების შემდეგ, ჩატარდება სადენზიფექციო სამუშაოები. შესაბამისად, შემდეგი კვირის ოთხშაბათს უკვე სწავლა განახლდება სკოლებში ჩვეულ ფორმატში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 28, 2020 12:34