სკოლა ,,აისი“ აქტიურად ჩაერთო კომპანია GWP-ის სოციალურ კამპანიაში

კერძო საშუალო სკოლა ,,აისი“ აქტიურად ჩაერთო კომპანია GWP-ის სოციალურ კამპანიაში #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს, რომელმაც სტარტი ამა წლის 19 ნოემბერს აიღო.
ერთი თვის განმავლობაში სკოლის გუნდი, რომელიც IX-XI-ის კლასების მოსწავლეებისგან შედგება, მონაწილეობდა საგანმანათლებლო ტრენინგებში და სხვადასხვა სახის გასვლით აქტივობებში. ასე, მაგალითად, მოზარდები წყლის დაზოგვის აუცილებობის შესახებ ესაუბრებოდნენ თანატოლებს, დაწყებითი კლასების მოწაფეებს და უფროსებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
“წყალი ჩვენი უმნიშვნელოვანესი რესურსია და სწორედ ამიტომ მას სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. საქართველო წყლის რესურსით მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გავფლანგოთ იგი. წყლის გარეშე ვერცერთი ცოცხალი ორგანიზმი ვერ იცოცხლებს, რადგან ჩვენი სიცოცხლისთვის აუცილებელი პროდუქტია და, შესაბამისად, მას დაზოგვა სჭირდება”,- გვითხრა საუბარში მე-9 კლასის მოსწავლემ თათია კალანდიამ.

მისი გუნდის წევრი, ასევე მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ გოგინაშვილი მიიჩნევს, რომ ამ კამპანიის მსვლელობის დროს მან ბევრი ახალი რამ შეიტყო წყლის რესურსის მნიშვნელობის და მისი დაზოგვის აუცილებლობის შესახებ. იგი მომავალშიც გააგრძელებს თანატოლებსა და უფროსებში ახსნა-განმარტებით მუშაობას.

“მე და ჩემი გუნდის მოვალეობაა ხალხს მივაწოდოდ უახლესი და უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, შევახსენოთ წყლის მნიშვნელობის თაობაზე და მოვუწოდოთ , რომ დაზოგონ წყალი”, -ამბობს გუნდის კაპიტანი ნინო ქოიავა. კამპანია #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს არაფორმალური განათლების მიღების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს იმ პასუხისმგებლობის გააზრებას, რომ თითოეული ჩვენგანი გარემოს ნაწილია და მასზე აქტიურ ზემოქმედებას ახდენს.

 

banner
წინა სტატიაშიპრანკერების ზარი პოროშენკოსთან კვირიკაშვილის სახელით (ვიდეო)
შემდეგი სტატიარუსეთის ნაკრებს უარი ეთქვა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე