პრანკერების ზარი პოროშენკოსთან კვირიკაშვილის სახელით (ვიდეო)

პოროშენკო: «უკრაინა და რუსეთი ეს ერთი ხალხია. ჩვენ არ უნდა ვიომოთ»

კიევში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, რუსი პრანკერები ამტკიცებენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით პეტრო პოროშენკოს დაურეკეს და მიხეილ სააკაშვილის შესახებ ესაუბრნენ.

პრანკერმა ფსევდონიმით “ლექსუსი” შესაბამისი აუდიო ჩანაწერი ინტერნეტით გაავრცელა. პირი, რომელიც პეტრო პოროშენკოს გიორგი კვირიკაშვილის სახელით ესაუბრება ინტერესდება როგორ ვითარდება მოვლენები კიევში და რა ბრალდებით იქნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დაკავებული. პეტრო პოროშენკო კი მას ბრალდებას აცნობს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოქმედება, რომელიც მისი თქმით, ქვეყანაში დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული ამაზრზენია.

banner
წინა სტატიაშირუსი მოხალისე ქალი, პოროშენკომ სასიკვდილოდ გაწირა
შემდეგი სტატიასკოლა ,,აისი“ აქტიურად ჩაერთო კომპანია GWP-ის სოციალურ კამპანიაში