სხვა არაფერი ჰქვია, რომ ხარ დეკლარირებულად რუსული ძალა – ხაზარაძე “ოცნებაზე”

“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ევროკავშირის დახმარებაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას Facebook-ზე ეხმაურება და წერს, რომ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა, ქვეყნისა და ხალხის წინაშე უპასუხისმგებლობაა.

ხაზარაძე წერს, რომ უარის თქმით, “ქართული ოცნება” დეკლარირებულად ამბობს, რომ რუსული ძალა და მოღალატე ხელისუფლებაა.

“ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა არის სრული უპასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე,

როცა ყველაზე მეტი მოქალაქე გეღუპება ყოველდღიურად პანდემიის გამო,

როცა ყველაზე ღარიბი ქვეყანა ხარ,

როცა უმუშევრობა მაქსიმუმზეა, როცა სასამართლო კლანურია,

როცა ბაბშვები შიმშილობენ…

მეტს აღარ გავაგრძელებ,

ამ დროს შენს მთავარ პარტნიორს პოლიტიკურ და ფინანსურ ხელშეკრულების შესრულებაზე უარს ეუბნები, სხვა არაფერი ჰქვია, რომ დეკლარირებულად ხარ რუსული ძალა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ხარ მოღალატე იმ ადამიანების წინაშე ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას თავი შესწირეს, მოღალატე ოკუპანტი ოცნების ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს ქვეყნის მართვას”,- წერს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – მოძრავი ამცრელი პუნქტები წარმატებული აღმოჩნდა თბილისში, პუნქტების დამატება იგეგმება რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც
შემდეგი სტატიაგაბუნია – „ტოცილიზუმაბი“ პაციენტის ოჯახმა არ უნდა იყიდოს, არავითარი შავი ბაზარი არ არსებობს