სკანდალური საქმის ფიგურანტი „იბერიაზე“ გახმაურებული სპეცოპერაციის უცნობ დეტალებს მოყვება

ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის უცნობი დეტალები – რეალური ბრძოლა კრიმინალებთან თუ დიდი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ? – ამის შესახებ იქნება დღეს საუბარი ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში – „ინტერვიუ ვანიჩკასთან“.

ჩემი რესპონდენტი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმის ფიგურანტია, რომელიც იმის შესახებ ისაუბრებს, რაც არასოდეს უთქვამს,“ – აცხადებს გადაცემის ავტორი და პროდიუსერი ვანო პავლიაშვილი.

მართალია, რესპონდენტის ვინაობა, ტრადიციულად, არც ამჯერად კონკრეტდება, მაგრამ პავლიაშვილის თქმით, დაუმონტაჟებელ ინტერვიუში, რომელსაც მაყურებელი დღეს, 21:30 საათზე, ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში ნახავს, ბევრი უცნობი ფაქტის შესახებაა საუბარი. ასე, მაგალითად, გადაცემის სტუმარი „მოდულ“-ში გამართულ შეხვედრებს გაიხსენებს და იმასაც იტყვის, თუ რა მისცა ციხემ.

შეგახსენებთ: დაუმონტაჟებელი ინტერვიუების ციკლი – „ინტერვიუ ვანიჩკასთან“ ტელეკომპანია „იბერიას“ ახალი პროექტია, რომელიც ეთერში ყოველ ოთხშაბათს, 21:30 საათზე გადის. ამ ეტაპზე გადაცემის სტუმარი უკვე არაერთი ცნობილი ადამიანი იყო, მათ შორის, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი ბათიაშვილი; ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია, შს ყოფილი მინისტრი, ამჟამად დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი, სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გიგლა ბარამიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

 

banner
წინა სტატიაშითვითმმართველობის არჩევნებზე ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიააბესაძეს საკრებულოს თავმჯდომარეობა სურდა, რაც კალაძეს არ აწყობდა-მელია