სკანდალური აუდიო ჩანაწერები, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელშიც მირზა სუბელიანი და “ქართული ოცნების” დეპუტატები ფიგურირებენ, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას ორშაბათს ეცნობება,“ – განმარტეს მთავარ პროკურატურაში.

banner
წინა სტატიაში“ორი ჩანაწერი უნდა და ოცნება აღარ იქნებით“ – სკანდალური ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი “ქართულ ოცნებას” მიმართავს (+ვიდეო)
შემდეგი სტატიასაავტორო წიგნი, რომელიც რუსეთმა ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა – სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გზა