სკანდალი თურქეთში – პარლამენტარს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ…

თურქეთის პარლამენტის (მეჯლისის) ოპოზიციონერი წევრის, სახალხო რესპუბლიკური პარტიიდან (CHP) , ერენ ერდემის მიერ რუსული ტელევიზია ,,რაშა თუდეისთვის,, მიცემული ინტერვიუ, თურქეთში სკანდალისა და პარლამენტარის მიმართ სამშობლოს ღალატის მუხლით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნის  საბაბი ხდება…

თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, თურქმა პარლამენტარმა ერენ ერდემმა, 15 დეკემბერს რუსულ ტელეარხ ,,რაშა თუდეისთან,, ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ თურქეთი 2013 წელს სირიაში ,,ისლამურ სახელმწიფოს,,  ქიმიური იარაღის ,,ზარინის გაზის,, დამზადებისათვის საჭირო ქიმიურ ნივთიერებას უგზავნიდა.

თურქი პარლამენტარის ამ განცხადებას რუსულ ტელეარხზე, თურქულ მედიაში და სოციალურ ქსელებში მღელვარება მოჰყვა… რამდენიმე მედიასაშუალებამ და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ერენ ერდემი რუსეთის მსახურებაში და სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს…

ერენ ერდემის მიერ განხორციელებული მოქმედება, სახელისუფლებო პარტიის პარალელურად დაგმეს ოპოზიციურმა პარტიებმაც და თავად ერდემის ზოგიერთმა თანაპარტიელმაც თურქეთის პარლამენტში… ამასთანავე თურქეთის მმართველი პარტიის რამდენიმე პარლამენტარი, თურქეთის პროკურატურისგან ერენ ერდემის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის მუხლით საქმის აღძვრას ითხოვს.

ერენ ერდემის ამ სკანდალური განცხადების გარდა, თურქული მედია, რამდენიმე თვის წინ მის მიერ ,,ტვიტერში,, გაკეთებულ კიდევ ერთ მოღალატურ განცხადებას იხსენებს, სადაც ერდემი აცხადებს, რომ თუ თურქეთს ირანთან მოუწევს ომი, ის ირანის მხარეს დადგება.

chp-eren-erdemაღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოპოზიციონერი პარლამენტარის ერენ ერდემის მხრიდამ თურქეთის ხელისუფლების დადანაშაულება ჯიჰადისტებისათვის ქიმიური ნივთიერებების მიწოდებაში, პირველად არ მომხდარა. დაახლოებით 2 თვის წინ, თურქეთში საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე, ერდემმა კიდევ ერთ თანაპარტიელ პარლამენტართან ერთად, სტამბულში პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც აღნიშნული ბრალდება, იგივე ფორმით გაახმოვანა და გამოძიების დაწყება მოითხოვა… თუმცა იმ პერიოდში ეს ფაქტი განიხილეს როგორც მმართველი ძალის წინააღმდეგ მიმართული  წინასაარჩევნო პიარი… თურქულ-რუსული კრიზისის შემდეგ კი, რუსული ტელევიზიით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული იგივე ბრალდება, თურქულმა მედიამ და პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა სამშობლოს ღალატად მონათლა.

თურქულ მედიაზე დაყრდნობით

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

 

banner
წინა სტატიაშიპუტინი – კერის: თქვენ უნდა გამოიძინოთ… მე ამას ვხედავ…
შემდეგი სტატიაგანქსტერული სროლები მოსკოვის ცენტრში – მოკლულია კალაშოვის დაცვის წევრები (VIDEO)