სკანდალი: „სინოდის 5 წევრი ნარკომანია“ – ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოცქსელში სკანდალურ ცნობას ავრცელებს და წერს:

„გუშინ სინოდის წევრი მღვდელმთავრების შეკრება იყო საპატრიარქოში ნარკომანიის ეროვნული პრობლემის განსახილველად. ამ დროს სინოდის მინიმუმ 5 წევრი ნარკომანია, სამღვდელოების და ბერების დაახლ. 20-30 პროცენტი ასევე ნარკომანია. გვყვავს ნარკორეალიზატორი სასულიერო პირებიც. არის მონასტრები პლანის პლანტაციებით და ნარკოტიკებით სავსე. ჩაატაროს სახელმწიფომ და საპატრიარქომ მთელი სამღვდელოების ნარკოტესტირება და დარწმუნდებით, რომ სიმართლეს ვამბობ! ბოლო ათი წლის მანძილზე ათამდე სასულიერო პირი გასამართლდა ნარკოტიკებისთვის, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია საერთო მდგომარეობასთან შედარებით.“,-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეისბუქის  საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა: „ყველა ჩვენი მეგობარი კარგად ხვდება, რომ ივანიშვილის მთავრობის პირობებში ვერ შესრულდება ის ცხრა დათქმა
შემდეგი სტატია„ჩაშვება, დასმენა, ენის მიტანა, მიყურადება, საუბრების ჩაწერა“ – პეტრე კოლხი ეკლესიაში დაწინაურების საბჭოური მეთოდებზე