სკანდალი: ქვეყნიდან გაქცეული სუს-ის ყოფილი თანამშრომლები ვახტანგ გომელაურის უკანონო ქმედებებზე საუბრობენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქართველოდან გაქცეული თანამშრომელი და წერილი “რუსთავი 2-ს.” სუს-ის ყოფილი წარმომადგენელი ვახტანგ გომელაურისა და მისი ნათესავების მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე წერს.

„სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა 2017 წლის დასაწყისიდან მას შემდეგ, როდესაც პირადად უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან მივიღე წინადადება მონაწილეობა მიმეღო სუს-ის ახალ პროექტში, რომელიც არჩევნებისთვის კეთდებოდა. ეს იყო სპეციალურ ჯგუფი, რომელშიც განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირები იქნებოდნენ ჩართულნი და ნებისმიერი გზებით შეეცდებოდნენ ოპონენტების დისკრედიტირებას, მათ შორის საუბარი იყო პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოყენების შესაძლებლობაზეც,“-აღნიშნულია წერილში.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში 70 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ოკუპაცია გახლავთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო