სკანდალი-მარნეულის ეპისკოპოსი “ქართულ ოცნებას” ეპარქიიდან მისი გადაყენების მცდელობაში ადანაშაულებს

“ამა წლის ცხრა ოქტომბერს,მარნეულისა და ჰუჯაბის საეპისკოპოსო რეზიდენციაში ჩატარდა სამღვდელოების საეპარქიო კრება.
კრებას თავმჯდომარეობდა ეპისკოპოსი გიორგი(ჯამდელიანი).
კრება სხვა და სხვა საკითხებთან ერთად შეეხო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
კრებამ ერთხმად განაცხადა,რომ ბევრს სურს არეულიბა შემოიტანოს და საეკლესიო წესრიგი დაარღვიოს,მტრული და ცილისმწამებლური ბრალდებით გამოდიან ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსის წინააღმდეგ;მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ : ჩრდილი მიაყენონ მის სახელს და მშვიდობიან მრევლში შფოთი შეიტანონ.გამომდინარე აქედან სათანადოდ მივიჩნიეთ გაგვეფრთხილებინა საზოგადოება,რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული,ცილისმწამებლური კამპანია ეპარქიის მმართველი მღვდელთმთავრის წინააღმდეგ,რომელშიც სამწუხაროდ ჩართულნი არიან ადგილობრივი მმართველი გუნდის – პარტია “ქართული ოცნების” წევრები.მათ ადგილობრივი მოსახლეობა შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში,ცილს სწამებენ ეპისკოპოსს თითქოს პარტია “ქართული ოცნების” წევრის თ.შ-ს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა მეუფის დავალებით,რაც არის მტკნარი სიცრუე,უმძიმესი ბრალდება და ცილისწამება!ისინი დადიან მოსახლეობაში,ცდილობენ ხელმოწერების შეგროვებას მეუფის წინააღმდეგ – მისი ეპარქიიდან გაწვევის მოტივით.ეს გახლავთ გაგრძელება იმ პოლიტიკისა და გეგმისა,რომელიც მავანთ მიზნად აქვთ დასახული,კერძოდ სხვა და სხვა ცილისმწამებლური კამპანიით მეუფის ეპარქიიდან ჩამოშორება.
დაე,საზოგადოებამ განსაჯოს ასეთ რეგიონში ეკლესიაზე იერიშის მიტანა ვის წისქვილზე ასხამს წყალს და რას ემსახურება!
მოსახლეობას მოვუწოდებთ არ აყვნენ არსებულ პროვოკაციას და შეინარჩუნონ სიმშვიდე.
რაც შესხება იმ პირებს,რომელნიც ცილისმწამებლურ კამპანიაში არიან ჩართულნი შევაგონებთ,რომ შეინანონ,რადგან დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდება ანუ ცილისწამება კანონიკური სამართლის მიხედვით ექვემდებარება საეკლესიო სასჯელს”-აღნიშნულია მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის კრების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ოცნების” ყოფილი მხარდამჭერები : ივანიშვილმა არათუ ააშენა, არამედ გაანადგურა ყველაფერი
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – ამ 8 თვის განმავლობაში ბევრი ვისწავლეთ