“ოცნების” ყოფილი მხარდამჭერები : ივანიშვილმა არათუ ააშენა, არამედ გაანადგურა ყველაფერი

გადამგდები ბიძინა – ასე აფასებენ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მხარდამჭერები ქვეყნის არაფორმალური მმართველის საქმიანობას, რომელმაც 2012 წელს ბევრი დაპირება გასცა, თუმცა არცერთი არ შეასრულა.

ფოთის, სენაკისა და ხობის მოსახლეობა იხსენებს, რომ ერთ-ერთი დაპირება, რომელიც ივანიშვილმა 2012 წელს გასცა, სენაკში ბალნეოლოგიური კურორტის მოწყობა იყო, თუმცა მოქალაქეებს, არც კურორტი გაუკეთეს და არც ადგილობრივებს მიუღიათ რაიმე სარგებელი. ქართული ოცნების ყოფილი მხარდამჭერები ამბობენ, რომ ივანიშვილმა არათუ ააშენა, არამედ გაანადგურა ყველაფერი.

ზურაბ ფაღავა, რომელიც 2012 წელს ქართული ოცნების შტაბის ხელმძვანელი იყო, ოლიგარქს გაცემულ დაპირებებს ახსენებს და ხალხთან ჩასვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, აუცილებელია ადგილობრივებს აუხსნას, რატომ არ აშენდა მენჯში ბალნეოლოგიური კურორტი , აგურისა და ხალიჩების ქარხანა, სადაც 10 000-მდე ადგილობრივი უნდა დასაქმებულიყო.

სენაკელები წარუმატებელ პროექტებზეც საუბრობენ – განათების ბოძები ერთ-ერთია, რომელიც უხარისხოდ გაკეთდა, არადა პროექტისთვის მილიონობით ლარი დაიხარჯა. განათების ბოძები, მეტრნახევრის ნაცვლად 60 სანტიმეტრზე მიწაში, ცემენტის გარეშე ჩაფლეს. ბეტონის გარეშე გაკეთებული განათების ბოძები ქარმა წააქცია. ასევე, მოუწესრიგებელია შიდა გზები ფოთში, რაც ადგილობრივებს დიდ დისკომფორტს უქმნის.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 2 პაციენტი
შემდეგი სტატიასკანდალი-მარნეულის ეპისკოპოსი “ქართულ ოცნებას” ეპარქიიდან მისი გადაყენების მცდელობაში ადანაშაულებს