სკანდალი: ივანიშვილი ხაინდრავას დაჭერას გეგმავს?!

ბიძინა ივანიშვილის კარზე დიდი ამბები ტრიალებს. ამ შემთხვევაში ადამ კიზინგერის და სხვა ამერიკელი კონგრესმების მწვავე წერილები არაფერ შუაშია. ქვეყნის არაფორმალური მმართველი მისთვის მოპარულ მილიონებს ითვლის. ამ გამქრალი მილიონების გამო გოგა ხაინდრავა შესაძლოა გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს. ცნობილი ამბავია, რომ ივანიშვილი მისი ფულის მოპარვას არავის პატიობს. წლების წინ ვანო მერაბიშვილს ამ მიზეზით დააჭერინა თავის ქვისლი.

როგორც „თაიმერს“ „ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო უყვება, ბიძინა ივანიშვილმა 20 მილიონი დოლარი მოისაკლისა. ეს ფული კი გოგა ხაინდრავასთან დაკავშირებული კომპანიებიდან აორთქლდა.

“ივანიშვილი შოკშია. გამქრალია 20 მილიონი დოლარი. ეს ფული შპს-დან „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ და კომპანია “ლე ხაინდრაოდან” გაქრა. შპს-ში კიდევ ბევრი პატარა კომპანია შედის. ყველა მათგანს პირადად ივანიშვილი აფინანსებდა. მისი დავალებით კარგა ხანია მიდის აუდიტი, მაგრამ დღემდე ვერ გაარკვიეს, თუ როგორ გაქრა ამდენი ფული. ეს კომპანიები გოგა ხაინდრავას სახელს უკავშირდება. ივანიშვილმა ისინი უკვე „ქართუს“ დაუქვემდებარა და მათ მმართველად ცოლის დისშვილი დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ძალიან გაბრაზებულია, მან ყველა გააფრთხილა, რომ ამ თემაზე არ ისაუბროს. მას არ სურს, რომ ხალხმა გაიგოს, თუ როგორ მოჰპარა გოგა ხაინდრავამ მილიონები”, – ამბობს ჩვენთან საუბარში „ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო.

„თაიმერი“ ეცადა, ეს ინფორმაცია გოგა ხაინდრავასთან გადაემოწმებინა, მაგრამ ის ჩვენს ზარებს არ პასუხობდა. ამ ინფორმაციის გასვლის შმდეგ, თუ ის ჩვენთან საუბარს მოისურვებს, სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ მის კომენტარს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციითვე, ამ დღეებში ივანიშვილს შუშის სასახლეში შსს-ს და სუსის წარმომადგენელბი ჰყავდა დაბარებული. არაფორმალურმა მმართველმა მათგან მოითხოვა იმის დადგენა, თუ როგორ გაქრა მისი მილიონები.

ბიძინა ივანიშვილს ეჭვი აქვს, რომ ხაინდრავამ ეს ფული თავის კერძო საქმიანობას მოახმარა. რამდენიმე წლის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხაინდრავას გადაეცა მიწა. სადაც მეურნეობა უნდა მოეწყო. მან ვალდებულები ვერ შეასრულა და სერიოზული ვალი დაედო. ეს ვალი სახელმწიფომ ჩამოწერა. როგორც ირკვევა, ხაინდრავა თავის მეურნეობაში დასაქმებულებს ხელფასებს ივანიშვილის ფულიდან უხდიოდა.

ეტყობა, “ოცნების“ ლიდერს ხაინდრავას მიმართ ეჭვები ბევრად ადრე გაუჩნდა. წინააღმდეგ შეთხვევაში, კახა კალაძე მისთვის პრობლემების შექმნას ვერ გაბედავდა. ხაინდრავა მთავარ მეოცნებესთან ძალიან იყო დაახლოებული.

რამდენიმე თვის წინ „თაიმერი“ წერდა, რომ ხაინდრავას თბილისის მერთან ურთიერთბა გაუფუჭდა. კერძოდ, კალაძემ ხაინდრავას არ დაუკანონა დიღომში მდებარე ნაკვეთი. ამის გარდა, არ მისცა უფლება, რომ დავით კოდუასთან ერთად ვაკეში აეშენებინა სასტუმრო.

ამით გაღიზიანებულმა ხაინდრავამ დედაქალაქის მერის წინააღმდეგ თავის გუნდი აამუშავა. სწორედ ამ პერიოდში დაარტყეს თბილისის მერს პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვატო შაქარაშვილმა.

 

 

ექსკლუზივი

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიმღვდელმონაზონი ანდრია სარია: განცხადება რომ ღვინო, რითიც ვეზიარებით ანტისეპტიკია ეს საეკლესიო დარღვევაა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ ნიკოლ ფაშინიანს კავკასიური ნაგაზის ლეკვი აჩუქა [ვიდეო]