მღვდელმონაზონი ანდრია სარია: განცხადება რომ ღვინო, რითიც ვეზიარებით ანტისეპტიკია ეს საეკლესიო დარღვევაა

“მე რომ ვთქვა, არ მოვკვდები და კორონავირუსი არ შემეყრება, ძაან დიდი იდიოტი უნდა იყო. ეს მორწმუნეობა არ არის, ეს არის სიგიჟე. ჩვენ ვკვდებით ჩვეულებრივად, ქოლერით მოკვდა პატრიარქი ლეონიდე. ვთქვათ, რომ მას არ შეეყარა ეპიდემია და სნეულების საშიშროება არ ჰქონდა, ეს არის სიცრუე”, – აცხადებს მღვდელმონაზონი ანდრია სარია

ამასთან, ანდრია სარია გამოეხმაურა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის განცხადებას, სადაც მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ “ღვინო, რითიც ვეზიარებით, ანტისეპტიკია”. მამა ანდრიას შეფასებით, ეს საეკლესიო დარღვევაა.

მღვდელმონაზონმა ამ საკითხზე საუბრისას პატრიარქის განცხადებაც ახსენა, რომლის მიხედვითაც, მას ჰქონდა ხილვა – ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადაუფრინა ჰაერში, მერე მივიდა ბავშვი, დანერწყვა მიწა, აზილა თითით და წაისვა შუბლზე.

“უფრო დიდი საშიშროებაა, რასაც დავაკვირდი ზოგადად და მღვდელმთავრების გამოსვლებიც იყო, ზიარებას უწოდებენ ანტისეპტიკს. ამაზე დიდი უბედურება დღევანდელ ეკლესიაში მე რა უნდა შევამჩნიო ან რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი. ან როდესაც ცხენი დაფრინავს…გარკვეული საკითხები არის, სადაც შეიძლება კრიტიკას ავუქციოთ გვერდი, რადგან პიროვნულად ვიღაცების პატივისცემა გვქონდეს, მაგრამ ზიარებას უწოდო ანტისეპტიკი, ეს არის საეკლესიო დარღვევა. ამ განცხადების მერე კორონავირუსით დაინფიცირებულმა ადამიანმა რომ იფიქროს, თურმე ანტისეპტიკია ზიარება და მივარდეს იმ რწმენით, რომ კორონავირუსისგან განიკურნება, წარმოიდგინეთ, რა მოხდება”, – თქვა ანდრია სარიამ.

banner
წინა სტატიაშირეპერ ემინემის გამოწვევაში 16 წლის ზუგდიდელმა ნინი ჩილაჩავამ გაიმარჯვა
შემდეგი სტატიასკანდალი: ივანიშვილი ხაინდრავას დაჭერას გეგმავს?!