სკანდალი: ირანს – ჩრდ. კორეისათვის ბირთვული იარაღის შექმნაში ადანაშაულებენ

ბრიტანეთის ხელისუფლება შიშობს, რომ ჩრდილოეთ კორეის მოულოდნელი წინსვლა ბირთვული იარაღის შექმნის საქმეში, ირანის მხრიდან საიდუმლო დახმარებით იყო გამოწვეული.


telegraph-ის ცნობით, ბრიტანეთის საგარეო უწყება იკვლევს საკითხს, დაეხმარნენ თუ არა ფხენიანს გარედან, ბირთვული ტექნოლოგიების მიწოდებით.
უაიტჰოლის მაღალი რანგის წყაროს ცნობით, სიცრუეა რომ ფხენიანმა მხოლოდ ჩრდილო კორეელი სპეციალისტების ტექნოლოგიური მიღწევებით შესძლო ბირთვული იარაღის განვითარება. ბრიტანელ ჩინოვნიკების აზრით, ,,მთავარი ეჭვმიტანილი ირანია… ასევე ყურადღების ცენტრშია ირანის პარტნიორი რუსეთიც,,
იმის ალბათობა, რომ კორეას ბირთვული იარაღის დამზადებაში გარედან დაეხმარნენ – დიდია, აცხადებს გამოცემასთან ბრიტანეთის მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი.
,,კორეელებს რა თქმა უნდა ჰყავთ ძალიან კარგი სპეციალისტები, მაგრამ ნათელია, რომ ისინი ამ ყველაფერს ვაკუუმში ვერ გააკეთებდნენ… ეს მათ ნაცვლად სხვამ გააკეთა,, აცხადებს ბრიტანელი ჩინოვნიკი, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ ასახელებს.

banner
წინა სტატიაშიLIVE-აქ ელოდებიან საქართველოს მესამე პრეზიდენტს
შემდეგი სტატიაპოროშენკოს ხელისუფლებამ კრაკოვეცში ,,ტიტუშკების,, ახალი პარტია ჩაიყვანა