პოროშენკოს ხელისუფლებამ კრაკოვეცში ,,ტიტუშკების,, ახალი პარტია ჩაიყვანა

რამდენიმე წუთისუკან უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ხელისუფლებამ ე.წ. ,,ტიტუშკების,, რამდენიმე ავტოპუსი ჩაიყვანა, რათა მიხეილ სააკაშვილის დასახახვედრად ჩასულ მოქალაქეებს პროვოკაცია მოუწყოს-ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია შეეცადა ,,ტიტუშკებსა,, და სააკაშვილის მომხრეებს შორის ჩამდგარიყო, თუმცა სააკაშვილის მომხრეებმა მაინც მოახერხეს ალყაში მოექციათ ტიტუშკები და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს მათ.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მიერ ავტობუსებით ჩაყვანილი ,,ტიტუშკები,, ნახევრად სამხედრო ფორმაში არიან გამოწყობილნი.
ამ დროისათვის სიტუაცია სტაბილურია და ის ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.

banner
წინა სტატიაშისკანდალი: ირანს – ჩრდ. კორეისათვის ბირთვული იარაღის შექმნაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიააკრედიტაცია 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის