სირიის გარანტორი ქვეყნები ასტანაში იკრიბებიან

როგორც ყაზახეთის საგარეო უწყება აცხადებს, სირიის სამი გარანტორი ქვეყნის, თურქეთის, რუსეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიის საკითხზე მორიგ შეხვედრას ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 16 მარტს გამართავენ და მასზე ასტანის პროცესის ერთწლიან ანგარიშს განიხილავენ.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დიპლომატების შეხვედრამდე 1 დღით ადრე, ტექნიკურ დონეზე შეხვედრა გაიმართება და მასზე სირიაში დაკავებულთა გათავისუფლების, დაკარგულთა ძებნის და დაღუპულთა დაკრძალვის საკითხებზე იმსჯელებენ.
,,ასტანის სამიტზე მიწვეულია გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში სტეფან დე მისტურა. ამჯერად სამიტში მონაწილეობას არ მიიღებენ არც საერთაშორისო დამკვირვებლები და არც სირიული მხარეები,, აღნიშნულია ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში

banner
წინა სტატიაშისირიაში დაღუპულ 39 რუს სამხედროს შორის – 1 გენერალი და 26 ოფიცერია
შემდეგი სტატიაშვეიცარიაში მიმავალი თვითმფრინავიადან 5 მილიონი დოლარი გაიტაცეს