შვეიცარიაში მიმავალი თვითმფრინავიადან 5 მილიონი დოლარი გაიტაცეს

ბრაზილიური მედიის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა, ბრაზილიის ქალაქ სან პაულოს ვირაკოპოსის აეროპორტიდან, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მიმავალი სატვირთო თვითმფრინავიდან 5 მილიონი დოლარი გაიტაცეს.
როგორც ბრაზილიის ფედერალურმა პოლიცია აცხადებს, სულ ცოტა ხუთმა შეიარაღებულმა პირმა აეროპორტში დაცვის ავტომანქანის მსგავსი ავტომანქანით შეაღწია, შემდეგ სატვირთო განყოფილებაში შევიდნენ, სადაც გაანეიტრალეს დაცვის თანამშრომლები და ასე წაიღეს თვითმფრინავიდან 5 მილიონი დოლარით სავსე ტომრები.
ვირაკოპოსის აეროპორტის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ ინციდენტის დროს არავინ არ დაშავებულა. ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო

banner
წინა სტატიაშისირიის გარანტორი ქვეყნები ასტანაში იკრიბებიან
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: მოკლულის, თუნდაც მტრის ცხედრით სპეკულირება ფაქტობრივად არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას