სირიის ცას რუსეთი მთლიანად გააკონტროლებს… (VIDEO)

2602991 04/09/2015 An S-400 "Triumf" antiaircraft missile system is among other Defense Ministry's air defense missile battalions put on combat alert in the Moscow Region. Kirill Kallinikov/Sputnik

სირიაში რუსული სარაკეტო კომპლექსები C-400 იქნება განლაგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის საჰაერო სივრცეს ჯერჯერობით მხოლოდ რუსეთი გააკონტროლებს… გააკონტროლებს მანამ, სანამ ანალოგიურ სისტემებს სხვა ქვეყანა არ განალაგებს სირიის ტერიტორიაზე.

თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სირიის ცაზე რუსეთის საჰაერო ძალები მაქსიმალურად და ყოველმხრივ იქნებიან დაცული... რასაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მყისიერი გადაწყვეტილება მოჰყვა, სირიაში ბომბდამშენების საბრძოლო გაფრენების დროს მათი  მოიერიშეების მხრიდან თანხლებისა და რუსული ,,მიწა-ჰაერის,, ტიპის სარაკეტო კომპლექსების C-400-ს განლაგების შესახებ სირიის ტერიტორიაზე.

რუსული არხებით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანების საფუძველზე, სირიის ყველა მიმართულებით უსაფრთხოების გასაძლიერებლად გადაწყვიტა, რომ სირიაში ხმეიმიმის ავიაბაზაზე რუსული სარაკეტო კომპლექსები C-400 გადაისროლოს, რითაც დაადასტურა, რომ სირიის საჰაერო სივრცის გაკონტროლებას რუსეთის თავის დაქვემდებარებაში იღებს.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ სარაკეტო კომპლექსებს ძალუძთ სირიის მთელი საჰაერო სივრცე დაფარონ, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის თანხმობის გარეშე, იქ ვერც დასავლური კოალიციის საჰაერო ძალები იმოქმედებენ.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშირუსეთმა თურქულ ავტომობილებს ლარსი ჩაუკეტა…
შემდეგი სტატიაუკრაინამ რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა…