სირიაში ფეიზულა მარგოშვილი (სალაჰუდინ ალ-შიშანი) მოკლეს(ფოტო)

სირიის ქალაქ ჰამაში, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად მოკლულია ,,ისლამური სახელმწიფოს,, (ISIS) ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერი, საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი ფეიზულა მარგოშვილი, იგივე სალაჰუდინ ალ-შიშანი.
ინფორმაცია და ფოტო, ფეიზულა მარგოშვილის გარდაცვალების შესახებ ,,თაიმერმა,, სოციალურ ქსელში განთავსებული ერთ-ერთი უცხოელი ბლოგერის გვერდზე აღმოაჩინა.
აღსანიშნავია, რომ ფეიზულა მარგოშვილი, რომელიც კავკასიელთა დაჯგუფება ,,იმარატ კავკაზის ერთ-ერთი ლიდერიც იყო, ახმედ ჩატაევთან ერთად, ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც ფიგურირებდა (გიორგი კუშტანაშვილის საახელი და გვარით),  როგორც ჯგუფის გამცილებელი. ტერორისტულ დაჯგუფება ,,ისლამურ სახელმწიფოშიც,, მას საკმაოდ სერიოზული ადგილი ეჭირა.
რუსული მედია, მიდმინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში, ავრცელებდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ფეიზულა მარგოშვილი (სალაჰუდინ ალ-შიშანი), აბუ ომარ ალ-შისანისთან და სხვა კავკასიელ მეომრებთან ერთად, სირია-ერაყის საზღვარზე განხორციელებულ რუსულ ავიადარტყმებს შეეწირა.თუმცა ამის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეო მასალა მათ არ გამოუქვეყნებიათ.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

banner
წინა სტატიაშილიბანში ბრიტანელი დიპლომატი დაახრჩვეს
შემდეგი სტატიანათია თოდუა გერმანული Voice-ს გამარჯვებული გახდა