სირიაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხეა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, სირიაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხეა.

მისივე განცხადებით, რეგიონში მიმდინარე ყველა ვარიანტს შეუძლია ზეგავლენას მოახდინოს ქვეყნის როგორც ეკონომიკურ განვითარებაზე, ისე სხვა პროცესებზე.

“რა თქმა უნდა სირიაში მიმდინარე მოვლენები ყველა კონტექსტში განიხილება, როგორც პოტენციური საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ვინაიდან საბრძოლო ოპერაციები ხორციელდება ჩვენი საზღვრიდან 1000-1500 კმ დაშორებით, შესაბამისად, რეგიონის ჭრილში თუ ვიმსჯელებთ, რეგიონში მიმდინარე დიდ არეულობაზე, ყველა ვარიანტს შეუძლია ზეგავლენას მოახდინოს ქვეყნის როგორც ეკონომიკურ განვითარებაზე, ისე სხვა პროცესებზე, ელემენტარულად, ჩვენი მთავარი პარტნიორი და დიდი მეზობელი, დიდი მეგობარი ქვეყანა თურქეთი თუ კი მოექცევა ეკონომიკური სანქციების ქვეშ, ჩვენთვისაც ეს იქნება გარკვეულწილად ეკონომიკაზე ერთ-ერთი მოქმედი ფაქტორი, უარყოფითი კუთხით ვამბობ ამას, ვინაიდან სავაჭრო ბრუნვა, ვალუტის კურსი, მეტწილად მჭიდროდ არის ინტეგრირებული თურქეთის მეწარმე სუბიექტებთან და სხვადასხვა სტრუქტურებთან, შესაბამისად ეკონომიკური კუთხითაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, შესაბამისად წმინდა უსაფრთხოების ჭრილში იზრდება რისკი იმისა, რომ ბანაკებში დატყვევებული მებრძოლები კვლავ აღმოჩნდნენ “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლთა რიგებში და შესაბამისად გაძლიერებული “ისლამური სახელმწიფოს” ფონზე საქართველოშიც მივიღოთ გარკვეულ პირთა მიერ რაღაც პროცესები, არა მარტო იმ მოქალაქეებს ვგულისხმობ, ვინც იქ არიან, ვინც შეიძლება ამ გააქტიურების ფონზე კვლავ შემოაღწიოს საქართველოში, მოქალაქეებს ვგულისხმობ და არ დაიწყოს გადაბირების, ე.წ. რეკრუტირების პროცესი, რაც ყველაზე სახიფათოა, ჩვენ ამას ძალიან დიდი კურადღებით ვაკვირდებით. ასევე, საფრთხეები შეიძლება განვითარდეს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ქვეყნად გამოყენების კუთხით, ანუ როდესაც გადაადგილდებიან მებრძოლები, შეიძლება იყოს გამოყენებული ჩვენი ქვეყანა ამ გადაადგილებისთვის. ჩვენ მაქსიმალურ კონტროლს ვახორციელებთ ამ მიმართულებით. პრობლემას აღრმავებს ისიც, რომ პოტენციური მებრძოლები შეიძლება იყვნენ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებიც ,ევროპული პასპორტებით ხელში, ამ ქვეყნებთან კარგად მოგეხსენებათ ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური პოლიტიკა – უვიზო მიმოსვლა, შესაბამისად ამ ნაკადში დიდი სამუშაო გვაქვს, რათა გამოვხშიროთ. კარგად მოგეხსნებათ, საფრანგეთის მოქალაქეები ძალიან დიდი რაოდენობით იღებდნენ მონაწილეობას, ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები, შესაბამისად ის, რომ კაცს ჯიბეში უდევს ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის პასპორტი, ეს არ არის ჩვენთვის დამშვიდების საფუძველი, მაინც ვცდილობთ, რომ მათ შორის გამოვხშიროთ არასასურველი პირები, რომლებიც შეიძლება იყოს ზიანის მომტანი არა მარტო საქართველოს უსაფრთხოებისთვის, არამედ ზოგადად, მსოფლიო მშვიდობას აყენებდეს საფრთხის ქვეშ”, – აცხადებს ლილუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-ვისთან ერთად შექმნის პარტიას ვანო მერაბიშვილი
შემდეგი სტატიადღეს ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ოკუპაცია