დღეს ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ოკუპაცია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ოკუპაცია.

“ოკუპაცია არა მარტო სუსტი მხარე, არამედ ძალიან დიდი გამოწვევაა მთლიანად ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, ვინაიდან მშვიდობა კავკასიაში ვერ იქნება, თუ იქნება კავკასიაში გაურკვეველი ტერიტორიული ერთეულები, რომლებსაც არანაირი იურიდიული სამართლებრივი საფუძველი არ აქვს სახელმწიფოებრივი არსებობის. შესაბამისად, თუ კი ჩვენთვის, ქვეყნისთვის ტერიტორია, როგორც პირდაპირი გაგებით ტერიტორია დროებით დაკარგულია, ეს არა მარტო პირდაპირ ტერიტორიულ პრობლემას უკავშირდება, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებას უკავშირდება. შემაფერხებელი გარემოებაა არა მარტო დემოკრატიის, არამედ შემაფერხებელი ფაქტორია ეკონომიკის განვითარებისთვის. კარგად მოგეხსენებათ, სოციალ-ეკონომიკური ფონი ჩვენთან მაინცდამაინც არ არის სახარბიელო მდგომარეობაში, შესაბამისად არის დიდი სურვილი და ინტერესი საქართველოს მთავრობის მხრიდან რაც შეიძლება მეტი ინვესტორი მოიზიდოს, უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებზეა საუბარი, თუმცა იქ სადაც ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული ცოტა რთულია ამ თემაზე წარმატებით ისაუბრო. შესაბამისად ოკუპაცია განიხილება არა მარტო იმ ტერიტორიების ოკუპაციების ჭრილში, რომელიც დროებით არის ოკუპირებული, არამედ ზოგადად ქვეყნის განვითარების ჭრილში. შესაბამისად, ოკუპანტი მხარე შეასუსტოს ქვეყნის როგორც სტაბილური ქვეყნის სტატუსი და ხელი შეუშალოს ინტეგრირება მოახდინოს ქვეყნის დასავლურ, ევროპულ ღირებულებებში. აი ამ პუნქტების ჩამოთვლის ფონზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ოკუპაცია. თქვენ წარმოიდგინეთ, საუკეთესო დანაყოფები ოკუპანტი ქვეყნისა განლაგებულია გამყოფი ხაზის გასწვრივ. შესაბამისად ნებისმიერი ჰუმანიტარული აქცია, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან საუბარს, სწორედ ეს ფაქტორია. არის რა თქმა უნდა დაძაბულობა როგორც ხაზზე, ისევე ხაზის მიღმა, სიღრმეში, შესაბამისად უპრეცედენტო კონტროლია დაწესებული ადამიანების თავისუფალ გადაადგილებაზე, მათ გამონათქვამებზე, ქცევაზე, როგორც პრივატულ საუბრებში, ასევე ღია მასმედიის საშუალებებში მიდის კოლოსალური ცენზურა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად ვიცხოვროთ ერთ ძმურ სახელმწიფოში”, – აცხადებს გრიგოლ ლილუაშვლი.

banner
წინა სტატიაშისირიაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხეა
შემდეგი სტატიაივნისის მოვლენების დროს ქვეყანა ჩამოშლის საფრთხის წინაშე იდგა