სირიაში კანიბალი-გულისმჭამელი ოპოზიციონერი მოკლეს

სირიაში კანიბალი-გულისმჭამელი ოპოზიციონერი მოკლეს

სირიაში კანიბალი-გულისმჭამელი ოპოზიციონერი მოკლესსირიაში “ჯაბჰატ ან-ნურსას” ბოევიკი აბუ სააკარი მოკვდა, რომელიც სამთავრობო ჯარისკაცების გულის ჭამით გახდა ცნობილი – The Daily Mail-ი წერს.

აბუ საკკარის ჯგუფს პროვინცია ლატაკიაში თავს დაესხნენ და ის დახვრიტეს. ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, ვინ გაანადგურა ისლამისტების ჯგუფი – სამთავრობო ჯარებმა თუ კონკურენტმა ჯგუფებმა.

აბუ საკკარი სირიის სამოქალაქო ომში თავდაპირველად სირიის თავისუფალი არმიის “ფაკურის ჯგუფში” იყო, რომელიც ხომსის რაიონში იდგა. შემდეგ მან საკუთარი დაჯგუფება შექმნა სახელად “ომარ ალ-ფაკურის დამოუკიდებელი დაჯგუფება” და თავი ოპოზიციონერად გამოაცხადა. 2013 წელს ის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სამთავრობო ჯარისკაცის ცხედრიდან გული ამოიღო და კამერის წინ შეჭამა. მაშინ მან თქვა: “ალაჰის წინაშე ფიცს ვდებ, რომ ჩვენ შევჭამთ თქვენ გულს და ღვიძლს, თქვენ, ასადის ძაღლო-ჯარისკაცებო”.

ვიდეოჩანაწერმა სირიაშიც და დასავლეთსიც დიდი აღშფოღება გამოიწვია, მათ შორის სირიის შეიარაღებულ ოპოზიციაში, რომლებმაც აბუ საკკარს “ამბოხებული-კანიბალი” უწოდეს.

banner
წინა სტატიაშიMossack Fonseca-ს დამფუძნებელი: კომპანიას ჰაკერებმა შეუტიეს
შემდეგი სტატიალონდონის სასამართლომ დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ სცნო