Mossack Fonseca-ს დამფუძნებელი: კომპანიას ჰაკერებმა შეუტიეს

ფირმა Mossack Fonseca-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რამონ ფონსეკამ, “როიტერსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ოფშორული კომპანიების შესახებ ინფორმაციის გაჟონვა ჰაკერებით მოხდა, რომლებმაც ფირმაზე კიბერშეტევა განახორციელეს.
ფონსეკამ განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ პანამის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. მისი თქმით, ფირმა კანონით განსაზღვრული წესებით ხელმძღვანელობდა, მას არასდროს გაუნადგურებია დოკუმენტი ან არასდროს დახმარებია სხვას ფულის გაეთეთრებაში. მან გაიმეორა 3 აპრილს გაკეტებული კომენტარის ნაწილი, რომ “ამ დოკუმენტების გამოქვეყნება დანაშაულია”.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს მედიამ Mossack Fonseca-ის კლიენტებზე დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ, პანამური კომპანია საკუთარ კლიენტებს ფულის გათეთრებასა და სხვადასხვა სანქციებისათვის თავის არიდებაში ეხმარებოდა. საუბარია ძალიან ცნობილ კერძო პირებსა და კომპანიებზე.

banner
წინა სტატიაშიობამამ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ინვესტიციის აუცილებლობაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიასირიაში კანიბალი-გულისმჭამელი ოპოზიციონერი მოკლეს