„სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია ხვალ, 12:00 საათიდან დაიწყება

„სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია ხვალ, 12:00 საათიდან დაიწყება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, თავად აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება.

„სინოვაკის“ ვაქცინა, „სინოფარმის“ მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა. ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მილიონი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა.

სინოვაკის“ ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization (SAGE) მიერ. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიწულუკიანი ნინოწმინდაზე – თუ რამე გამოსასწორებელია, უწყებები ეკლესიასთან შეთანხმებით გამოასწორებენ
შემდეგი სტატიავაშაძე – „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი