წულუკიანი ნინოწმინდაზე – თუ რამე გამოსასწორებელია, უწყებები ეკლესიასთან შეთანხმებით გამოასწორებენ

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, სახელმწიფოს წარმომადგენლები და სოციალური მუშაკები ნინოწმინიდს ბავშთა სახლში უპრობლემოდ შედიან. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, თუ რამე გამოსასწორებელია, შესაბამისი უწყებები, ეკლესიასთან შეტანხმებით, გამოასწორებენ.

“სახელმწიფოს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, ნინოწმინდაში და ყველა სახლში, რომელსაც მართავს ესა თუ ის ეპარქია, შედიან უპრობლემოდ. ჩვენ ვიცით, რომ სოციალური მუშაკები იქაც იყვნენ და ვიცით მათი ვიზიტის შედეგები.

თუ რაიმეა გამოსასწორებელი, რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი უწყება, ეკლესიასთან თანამშრომლობით, გამოასწორებს.

მე პირადად ამ სახლს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ ბათუმში მსგავს დაწესებულებას, რომელიც მინდა გითხრათ, რამდენჯერაც ვყოფილვარ, მე პირადად, როგორც ადამიანების უფლებათა სპეციალისტს, არ დაგავიწყდეთ, არც ერთი პრობლემა იქ არ დამინახავს.

ნინოწმინდას არ ვიცნობ, თუმცა ვიცი, რომ სოციალური მუშაკები ბრძანდებოდნენ, სახალხო დამცველი რომ გამოჯანმრთელდება, თუ მასაც დაუშვებენ იმ სახლში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება”,-თქვა წულუკიანმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიარა ოკუპანტის ამნისტიას – 20 ივნისს გავრიგლოვის ღამის დაზარალებულები აქციას გამართავენ
შემდეგი სტატია„სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია ხვალ, 12:00 საათიდან დაიწყება