სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს გადააჭარბებს

region
ავტ.: region აგვისტო 23, 2019 12:21

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს გადააჭარბებს

უახლოესი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კვლავ 35 გრადუსს გადააჭარბებს, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოში განაცხადეს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 28-32 გრადუსს მიაღწევს, სანაპირო რაიონებში კი, 28-30 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურა 28-35 გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი, მოსალოდნელია, რომ ჰაერის ტემპერატურამ 35 გრადუსს გადააჭარბოს.

„დაახლოებით 30 აგვისტომდე სინოპტიკური სიტუაცია საქართველოში ძირითადად არ იცვლება. ამინდი უმეტესად განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. შესაბამისად, ჰაერის მასების ცვალებადობიდან გამომდინარე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იქნება განსხვავებული ტემპერატურა. სანაპირო რაიონებში მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია 28-30 გრადუსამდე, იმერეთსა და სამეგრელოს ტერიტორიაზე დაბლობში კი, 30-32 გრადუსის ფარგლებში. ამასთან, ზოგიერთ მთიან რაიონში 35 გრადუსამდე დაცხება. მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება მაღალმთიან რაიონებში, მათ შორის სვანეთის ტერიტორიაზე, სადაც შესაძლოა, 33-35 გრადუსის ფარგლებში მერყეობდეს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ მაქსიმალურმა ტემპერატურამ შეიძლება, 36-38 გრადუსს მიაღწიოს. სამხრეთ მაღალმთიან რაიონებში 30-32 გრადუსია მოსალოდნელი, ახალციხესა და ბორჯომში კი, 34-36 გრადუსი”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ამასთან, უწყებაში არ გამორიცხავენ ცალკეულ დღეებში ხანმოკლე წვიმას, უმეტესად დღის მეორე ნახევარსა და საღამოს საათებში.

region
ავტ.: region აგვისტო 23, 2019 12:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,315
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics