სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში დღეს საღამოს ისევ მოთოვს

უამინდობამ მაღალმთიან რეგიონებში გზებზე მოძრაობა შეაფერხა.

ძლიერი თოვლის, რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსაშიშროების გამო, კალა-უშგულის ტერიტორიაზე მოძრაობა შეზღუდულია, ნაქერალას უღელტეხილზე და გუდაური-კობის მონაკვეთზე კი მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება იკრძალება.

უამინდობის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება კალა-უშგულის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, დანარჩენ მონაკვეთებზე კი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში დღეს საღამოს ისევ მოთოვს. თბილისსა და რეგიონებში ნისლიანი ამინდი და თოვა რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიაძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 რეისი გაუქმდა