სინგაპური რუსეთს სანქციებს დაუწესებს

სინგაპური რუსეთს სანქციებს დაუწესებს. BBC წერს, რომ ეს აზიური ქალაქ-სახელმწიფოსგან გადადგმული საკმაოდ იშვიათი ნაბიჯია.

როგორც ცნობილია, სინგაპური რუსეთს ექსპორტის კონტროლს, ზოგიერთ რუსულ ბანკს ფინანსურ შეზღუდვებს დაუწესებს. სინგაპური ასევე დააწესებს შეზღუდვებს რუსეთში კრიპტოვალუტის ტრანზაქციებზე და აუკრძალავს ფინანსურ ინსტიტუტებს ისეთი სერვისების გაწევას, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს რუსეთის ცენტრალურ ბანკს.

აღსანიშნავია, რომ სინგაპური პირველია სამხეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის, რომელიც რუსეთს სანქციებს დაუწესებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 3 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 32 პაციენტი
შემდეგი სტატიაგარდაიცვალა მსახიობი გუჯა ბურდული