სიმონიშვილი: რა მხუთავი აირი? ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ვართ?

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი პრემიერმინისტრის დღევანდელ წერილს ეხმაურება და წერს, რომ ღარიბაშვილის დანიშვნით ხელისულება რადიკალიზაციის გზას დაადგა.

მისთვის გაუგებარია რატომ ახსენებს აქციის დაშლასთან დაკავშირებით “მხუთავ აირს”.

“რა მხუთავი აირი? ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ვართ?

ღარიბაშვილი რომ დანიშნა ოცნებამ პრემიერად, მაშინვე ცხადი იყო, რომ ხელისუფლება რადიკალიზაციის გზას დაადგა, 5 ივლისის შემდეგ რომ ძალიან საშიში გახდა, ესეც ვნახეთ ყველამ და ეს რა უბედურებაა?

პს. ახლა არ დამიწყოთ, ცრემლსადენი გაზი უნდა დაეწერაო. იურისტობა არ სჭირდება ცრემლსადენი გაზის და მხუთავი აირის გარჩევას”, – წერს ნიკა სიმონიშვილი.

banner
წინა სტატიაშიბურჯანაძე – ღარიბაშვილი თავად ამბობს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია!
შემდეგი სტატია“ჩვენ არ გვიკვირს ის დადებითი შეფასებები, რომელსაც ევროპარლამენტარებისგან ვისმენთ”