“სი ეი ინთერნეიშენალის” არაფორმალური წილის მეპატრონე აკრედიტაციის ცენტრის დირექტორია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 17, 2018 03:43

“სი ეი ინთერნეიშენალის” არაფორმალური წილის მეპატრონე  აკრედიტაციის ცენტრის დირექტორია

„სი ეი ინთერნეიშენალმა“, ანუ, კომპანიამ, რომელიც გუდაურის საბაგიროს ტექნიკური უსაფრთხოების გარდა მონიტორინგს უტარებს ენგურჰესს და მთაწმინდის პარკში მდებარე ატრაქციონებს, სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრისაგან“ 2016 წლის 27 სექტემბერს მიიღო აკრედიტაცია.

კომპანიის ინსპექტირების სფეროები ძალიან ფართოა, მათ შორის, „სი ეი ინთერნეიშენალს” შეუძლია შეამოწმოს ისეთი სფეროები როგორიცაა ნავთობბაზა, მაგისტრალური ნავთობსადენი, მაგისტრალური გაზსადენი, ბუნებრივ გაზზე მომუშავე საკომპრესორო სადგური, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ავტომობილების გასამართი სადგური, თხევადი ჟანგბადის წარმოება და ა.შ – სია გრძელია.

როგორც “თაიმერს” წყარომ აცნობა, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი პაატა გოგოლიძე „სი ეი ინთერნეიშენალის” წილის არაფორმალური მფლობელი და კომპანიის ხელმძღვანელის სანდრო შელიას მეჯვარეა. წყაროს მტკიცებით, კომპანიას შერჩევითი პრინციპის გზით მისცეს აკრედიტაცია.

გუდაურში საბაგიროს, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა, ინსპექტირება 2017 წლის დეკემბერში კომპანია „სი ეი ინთერნეიშენალმა“ ჩაუტარა.როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი სანდრო შელია აცხადებს, ინსპექტირებისას საბაგირო ტექნიკურად გამართული იყო და შესაბამისი სერტიფიკატიც გაიცა.

ცნობისთვის, სანდრო შელია პიანისტ თათია შარანგიას მეუღლეა.

წინასწარი ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია. დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები.

 

https://youtu.be/OnRXFhartGw

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 17, 2018 03:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,150
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics